LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 585 ცხენის ძალა და 100 კილომეტრი 3,6 წამში – ახალი Mercedes AMG SL

87
slamg

Mercedes-AMG SL-ის მეშვიდე თაობის მოდელის პრემიერა შედგა. კომპანია ყველანაირად ცდილობდა, რომ სიახლის მიმართ ინტერესი გაეღვივებინა და გარკვეულ დეტალებს ასაჯაროებდა. შესაბამისად, აქამდე უკვე ცნობილი იყო ძარასი თუ დიზაინის გარკვეული დეტალების შესახებ, თუმცა ძრავის შესახებ ინფორმაცია დიდ საიდუმლოებას წარმოადგენდა. დებიუტის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მოდელი ორ ვერსიაში გამოვა: SL 55 4Matic+ და SL 63 4Matic+. ორივე მათგანი 4 ლიტრის მოცულობის ბიტურბო V8 ძრავს მიიღებს, თუმცა განსხვავებული სიმძლავრით.

პირველ შემთხვევაში ძრავა 476 ცხენის ძალას განავითარებს, მეორე შემთხვევაში კი 585-ს. გადაცემათა კოლოფი ორივე მოდელს ერთნაირი ექნება – 9 საფეხურიანი ავტომატიზებული აგრეგატი. 0-დან პირველ 100 კმ-ს SL 55 3,9 წამში განავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 295 კმ/სთ იქნება. ხოლო SL 63-ის მაჩვენებლები  – 3,6 წამი და 315 კმ/სთ-ია.

მოგვიანებით ბაზარზე ჰიბრიდული აგრეგატის მქონე მოდელიც გამოჩნდება.

რაც შეეხება ფასებს, კომპანია ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ აზუსტებს, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ რომ საწყისი ფასი 140 ათასი ევრო იქნება. Mercedes სიახლეს 2022 წლიდან გამოუშვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g