ბრედ პიტმა ლოს-ანჯელესში, Outpost Estates-ის უბანში 12 მილიონ დოლარად უზარმაზარი ვილა შეიძინა. სახლის წინა მფლობელი ჯგუფ The Killers-ის გიტარისტი, დეივ კიუნინგი გახლდათ. მის მახლობლად ისეთი ვარსკვლავები იცხოვრებენ, როგორებიც ორლანდო ბლუმი და ბენ აფლეკი არიან.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ვილა 1989 წელს აშენდა. სახლიდან წყნარ ოკეანეზე პანორამულ ხედები იშლება. ვილაში განთავსებულია ექვსი საძინებელი, რამდენიმე კაბინეტი და დიდი მისაღები ოთახი. ეზოში აუზი, ტერასებად მოწყობილი ბაღები და სპეციალურად აღჭურვილი „ბარბექიუს“ ადგილია, იდეალური გარემოა როგორც დასვენებისთვის, ასევე წვეულებებისთვის.
წყაროს ცნობით, პიტი აღნიშნულ საცხოვრებელ კომპლექსში სულ მალე, შეყვარებულთან, ინეს დე რამონთან ერთად საცხოვრებლად გადავა. და ვინ იცის, იქნებ ეს 61 წლის ლეგენდარული მსახიობისა და პლანეტის ყველაზე სასურველი მამაკაცის ახალი ცხოვრების სტარტი იყოს.






