62 წლის დოლფ ლუნდგრენი მეორედ ქორწინდება. მისი რჩეული ამჯერად 24 წლის ნორვეგიელი ემა კროკდალია. გოგონა ინსტრუქტორად ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ფიტნეს-ცენტრში მუშაობს. დოლფის ახალი რჩეული მსახიიბის ქალიშვილზე პატარაა ასაკით და მასთან შეხვედრა ლუნდგრენმა იანვარში დაიწყო. ნიშნობის შესახებ ინფორმაცია წყვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ დოლფ ლუნდგრენი 17 წლის მანძილზე ანეტ კვიბერგზე იყო დაქორწინებული. წყვილს საერთო ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს.