62 წლის პოპ-ვარსკვლავმა მადონამ პირველი ტატუ გაიკეთა. ფოტოები კი „ინსტაგრამის“ გვერდზე განათავსა. ფოტოში აღბეჭდილია, თუ როგორ წევს მადონა ტატუ-არტისტის გვერდით შეშინებული. მას „ბარბერის“ სვიტერი აცვია, ყელზე კი ბენდენა უკეთია.
„ყველაფერი ცხოვრებაში პირველად ხდება“, – წერს მადონა.
აღსანიშნავია, რომ ინიციალები L R D M S E, რომელიც არტისტმა მაჯაზე ამოისვირინგა, ექვსივე შვილის სახელების პირველი ასოებია.