LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 70 წლის სრულად განადგურებული Ferrari აუქციონზე 2 მილიონ დოლარად გაიყიდა

119
ferrari

RM Sotheby’s აუქციონის სახლმა დამწვარი Ferrari 1,9 მილიონ დოლარად გაყიდა. პრაქტიკულად სრულად განადგურებული 1954 წლის Mondial-ის ასეთი მაღალი ფასი მოდელის უნიკალურობას და სარბოლო ბიოგრაფიას უკავშირდება. იტალიელმა ინჟინრებმა მთლიანობაში 13 ასეთი სპაიდერი ააგეს და თითოეულმა 2 ლიტრის მოცულობის 170 ცხენის ძალის სიმძლავრის აგრეგატი მიიღო. ენცო ფერარი ფიქრობდა, რომ ასეთი ძრავა ევროპულ სარბოლო ტრასებზე თავს უკეთ წარმოაჩენდა, ვიდრე საფირმო V12.

ძვირადღირებულ ლოტს ბევრ ევროპულ რბოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მათ შორისაა მაგალითად Mille Miglia და Targa Florio. 50-იანების დასასრულისკენ ავტომობილი აშშ-ში გადაიტანეს, სადაც ის ადგილობრივ ჩემპიონატებში აგრძელებდა მონაწილეობას მიღებას. ამასთან, ახალმა მეპატრონემ კაპოტის ქვეშ ამერიკული V8 დააყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები