არნოლდ შვარცენეგერის ქალიშვილი, 30 წლის კეტრინ შვარცენეგერი და 41 წლის მსახიობი, კრის პრატი მშობლები გახდენენ. აღნიშნული ინფორმაცია თავად წყვილმა დაადასტურა. ახალბედა მშობლებმა სოციალურ ქსელში ახალშობილის ფოტო გაავრცელეს, გოგონას ლაილა-მარი დაარქვეს.
“ჩვენ ბედნიერები ვართ ლაილა-მარი შვარცენეგერ-პრატის დაბადებით, დედაც და ბავშვიც თავს შესანიშავად გრძნობენ”, – დაწერა კრისმა.
გოგონას სახელი სავარაუდოდ კეტრინის დედის, მარი შრაივერის საპატივცემულოდ დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ 74 წლის არნოლდ შვარცენეგერი და მისი 64 წლის მეუღლე, ბებია და ბაბუა პირველად გახდნენ.