LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 79 წლის კელვინ კლაინი ვახშამზე 33 წლის შეყვარებულის გარეშე მივიდა

291
page

როგორც ცნობილია, 79 წლის ლეგენდარული დიზაინერი, კელვინ კლაინი უკვე წლებია 45 წლით უმცროს მოდელს, კევინ ბეიკერს  ხვდება. წყვილი პრაქტიკულად სულ ერთადაა, გლამურულ ღონისძიებებს ერთად სტუმრობს და ხშირად სეირნობს, დიზაინერი მის გარეშე არსად ჩნდება.

ფოტო: 78 კელვინ კლაინი 33 წლის შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა

თუმცა, ამჯერად კელვინმა 33 წლის კევინი ჯოან კოლინზსა და მის ქმარზე გაცვალა. მოდის სიმბოლოები ბევერლი ჰილზის პრესტიჟულ რესტორანში იმყოფებოდნენ, სადაც კლაინს კევინი თან არ წაუყვანია. 88 წლის ჯოანს თან მეუღლე, პერსი გიბსონი ახლდა. სამივე, როგორც ყოველთვის, დახვეწილად გამოიყურებოდა. კოლინზს ჭრელი ქვედაბოლო და ბეწვით გაწყობილი მოსასხამი ამშვენებდა, კელვინს ჯინსის შარვალი და ლურჯი პიჯაკი ეცვა, პერსის ტანისამოსი კი ღია ფერებში იყო გადაწყვეტილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები