პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ოჯახიდან გასვლას, ბოლო წლების ყველაზე სერიოზული გამოწვევა უწოდეს. განსაკუთრებით კი დედოფალ ელისაბეტისთვის, რომელიც უკვე 93 წლისაა და მალე ტახტის გადაბარებისთვის ემზადება. ამის მიუხედავად, დედოფალმა საგანგებოდ შეკრიბა სამეფო ოჯახის სათათბირო საბჭო, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება ჰარისა და მეგანის მომავალ სტატუსთან დაკავშირებით.
ამჯერად კი 93 წლის მონარქი პირველად მოხვდა პაპარაცების ობიექტივში. ეს მას შემდეგ, რაც სამეფო ოჯახი სკანდალში გაეხვა. უცნაურია, მაგრა ფაქტია, რომ 93 წლის ელისაბეტი საჭეს თავად მართავს და ფანტასტიკურად გამოიყურება.