LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: აჭარაში ზღვის დონიდან 2300 მეტრზე ულამაზესი ტბა ტბიყელი მდებარეობს – აქ კავკასიური ტრიტონი ბინადრობს

260
242704377-3138016289804643-2092151545003481593-n

აჭარაში ზღვის დონიდან 2300 მეტრზე ულამაზესი ტბა ტბიყელი მდებარეობს – აქ კავკასიური ტრიტონი ბინადრობს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს, რომელიც საზოგადოებას აღნიშნული ტბისა და ნისლებში ჩამალული კინტრიშის ეროვნული პარკის შესახებ ფოტომასალასაც აწვდის.

„ტბიყელი კინტრიში-ჭვანას გარდამავალი, სალაშქრო მარშრუტის მთავარი ტურისტული მიზიდულობის ადგილია, სადაც კავკასიური ტრიტონი ბინადრობს.

ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი ახალი მარშრუტი კინტრიშის ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან, ჭვანის ხეობასთან და გომისმთასთან აკავშირებს.

მარშრუტი სრულადაა მარკირებული. რუკის ნახვა მოლაშქრეებს https://visitajara.com/-ზე შეუძლიათ“, – აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები