ლეო მესიმ მერვე „ოქროს ბურთი“ მიიღო. Adidas-ის მილოცვა ეფექტური გამოვიდა.
ლეოს ფოტო 8 ბეჭდით სოცქსელებში გამოჩნდა და მომენტალურად გავრცელდა.
თითოეული ბეჭედი მესის კარიერის რაიმე დიდ მოვლენას უკავშირდება.
El Beso – პირველი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის (2009 წ).
Apunta Al Cielo – მესის გოლის აღნიშვნისთვის, როდესაც ის ხელებს მაღლა სწევს. ლეომ ის 1998 წელს გარდაცვლილ ბებიას მიუძღვნა.
GOAT – 2011 წლის გვარდიოლას „ბარსას“ პატივსაცემად.
91 – ისტორიული რეკორდისთვის, როდესაც მესიმ ერთ კალენდარულ წელს გოლების რეკორდი დაამყარა (2012).
არის ბეჭედი 4 ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის.
და 6 „ოქროს ბუცისთვის“.
ბეჭედი 2021 წელს კოპა ამერიკის მოგებისთვის.
და მერვე ბეჭედი – 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის.
და კიდევ: როგორც ამბობენ, ლეო მალე ითამაშებს ახალი თეთრ-ოქროსფერი ბუცებით adidas x Crazyfast.1 Messi Ballon D’or.