კომპანია Hyundai–მ კროსოვერი Tucson წარადგინა და ახალი თაობის მოდელის მთავარი მახასიათებლებიც დააზუსტა.
ყურადღების ცენტრში მოექცა დიზაინი, რომელსაც კომპანია პარამეტრულს უწოდებს. ეს კი სიბრტყის, არეული ხაზების და უჩვეულო მრავალკუთხიანი დეტალების გამოხატულებაა.
სალონში ძალიან ბევრი სენსორული ღილაკი გაჩნდა, გაერთიანდა მულტიმედიური კომპლექსის პლანშეტი და ციფრული მოწყობილობების დაფა. საერთო ჯამში, ახალი სტილი ძალიან საინტერესო გამოვიდა.
მოდელის დეტალურად დათვალიერება ჩვენს გალერეაში შეგიძლიათ.








