LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ახალი Land Cruiser Prado მოსალოდნელზე ბევრად იაფი ღირს

114
Land Cruiser Prado

ახალი Land Cruiser Prado, რომელიც ჩინეთშია აწყობილი, მოსალოდნელზე ბევრად იაფია. ავტომობილი უკვე აქვთ დილერებს, ხოლო ჩინელმა ჟურნალისტებმა საბაზისო ხუთადგილიანი და ექვსადგილიანი ტოპ-ვერსიების გაცნობა უკვე მოასწრეს. Land Cruiser Prado გამოყოფილი უკანა სავარძლებით – ჩინეთისთვის ექსკლუზივია, ხოლო სხვა ქვეყნებში სიახლეს ჩვეულებრივი უკანა სავარძლით სთავაზობენ.

Toyota Land Cruiser Prado ჩინური სპეციფიკაციით შესაძლოა მრგვალი ფარებით იყოს წარმოდგენილი. „საშუალო“ ვერსიაში მყიდველს შეუძლია შეარჩიოს ინტერიერის ფერი, კონფიგურაციის სალონი და ასევე 5 ან 6 ადგილიანი ვერსია.

საბაზისო Land Cruiser Prado-ს შეძენა 460 ათას იუანად (65 ათასი დოლარი), „საშუალო“ ვერსიის – 520 ათას იუანად (73 ათასი დოლარი), ხოლო ტოპ-კომპლექტაციის – 550 ათას იუანად (77 ათასი დოლარი) არის შესაძლებელი. მოსალოდნელ ფასებთან შედარებით ეკონომია 10-20 ათასი იუანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები