ჯენიფერ ლოპესი მუსიკალური კარიერის აქტიურ ფაზაში იმყოფება. რამდენიმე დღის წინ, 51 წლის ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, სადაც პროდიუსერ რაიან ტედერთან ერთად პოზირებს, როგორც ჩანს ისინი ახალ სიმღერაზე მუშაობენ.
ახალ ფოტოში ჯეი ლოს ცნობა შეუძლებელია. მას ახალი, 80–იანი წლების ვარცხნილობა აქვს და მკვეთრი წითელი ფერის პომადა უსვია.
„უკვე შეგიძლიათ შეიგრძნოთ, ახალი სიმღერა ახლოსაა“,– დაწერა არტისტმა.