LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ალცჰაიმერის დიაგნოზის გასაჯაროვების შემდეგ 94 წლის  ტონი ბენეტი პირველად გამოჩნდა

173
40854730-0-image-a-6-1616537583426

წლის დასაწყისში, ტონი ბენეტის  მეუღლემ განაცხადა, რომ მუსიკოსს ალცჰაიმერის დაავადება აქვს. როგორც ირკვევა,  20 ,,გრემის” მფლობელი არტისტი ამ დაავადებით უკვე 5 წელია იტანჯება, ახლა კი მდგომარეობა გაუარესებულია, ის უკვე ნივთებს ვეღარ ცნობს და ვერ ხვდება, თუ სად იმყოფება.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ არტისტი საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ის  54 წლის მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკის პარკში სეირნობისას გადაიღეს.

ცნობისთვის, მიუხედავად ასეთი დიაგნოზისა, ბენეტი მუსიკალურ კარიერას არ წყვეტს. აღსანიშნავია, რომ ის ლედი გაგასთან ერთად მალე ახალ ალბომს გამოუშვებს, მუსიკოსებმა ის 2018-2020 წლებში ჩაწერეს.

ლედი გაგამ ტირილი დაიწყო, როდესაც ის ასეთ მდგომარეობაში დაინახა – ტონი ბენეტს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები