LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Alfa Romeo–ს სამი ვინტაჟური მოდელი აუქციონზე გაიყიდება

321
alfaromeo2010

კონცეპტუალური ავტომობილები Alfa Romeo B.A.T. 5,7 და 9 სულ მალე sotheby’s აუქციონზე გაიყიდება. სამი უჩვეულო მანქანა, რომელიც წინა საუკუნის 50–იან წლებშია აწყობილი, ერთ ლოტად გამოვა.

„ტრიო“ სახელად Alfa Romeo Berlina Aerodinamica Tecnica იტალიურმა ატელიემ შექმნა და უცნაური ძარის ფორმა ყოველ შემდეგ მოდელში უმჯობესდებოდა.

1953 წელს გამოშვებულმა B.A.T. 5-მა ოთხცილინდრიანი ძრავი მიიღო და მისი სიმძლავრე დაახლოებით 90 ცხენის ძალაა. მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ–ს აღწევს, რაც იმ დროისთვის არაჩვეულებრივი მონაცემია. B.A.T. 7 ერთი წლის შემდეგ გამოვიდა, ის „მეხუთე“ მოდელის გაუმჯობესებული ვერსია იყო.

სამი ლოტიდან ბოლო Alfa Romeo B.A.T. 9–მ დღის შუქი 1955 წელს იხილა და ის სერიულ მოდელთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. ავტომობილი საფირმო რადიატორის ბადითაა დამშვენებული.

სამივე სპორტქარი უცნობმა კოლექციონერმა 1989 წელს შეიძინა, 30 წლის შემდეგ კი მათი ერთ ლოტად გაყიდვა გადაწყვიტა. ლოტის ფასი 20 მილიონამდე დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g