ამერიკულმა ფირმა Expedition Overland–მა თავისი ახალი შედევრი Lexus J201 Concept წარადგინა. მოდელის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ის მხოლოდ ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი.
ავტორთა ჩანაფიქრით, Lexus J201–ის საექსპედიციო გუნდში მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები მოხვდებიან. სიახლე ერთადერთ ეგზემპლარადაა გამოსული და მას მალე კალიფორნიისა და ნევადას შტატების უდაბნოებში დატესტავენ. მარშრუტის სიგრძე 2000 კმ–ს შეადგენს.
სტანდარტული ყველგანმავალის LX570–ისგან სიახლე აგრესიული ვიზუალით და ახალი საბურავებით განსხვავდება.
ყველაზე ქალური Lexus მოძრაობაში ფორსირებულ 550 ცხენის ძალის მქონე V8 ძრავს მოყავს და ავტომწარმოებელს დიდი იმედი აქვს, რომ სიახლე საჭირო აუდიტორიას აუცილებლად დააინტერესებს.