LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ამერიკული აეროპორტი პარკინგზე დავიწყებულ ავტომობილებს აუქციონზე გაყიდის

70
crnred

პიტსბურგის საერთაშორისო აეროპორტის ხელმძღვანელობამ გასაყიდად 1000–მდე ლოტი გამოიტანა, მათ შორის პარკინგზე დატოვებული ათობით ავტომობილიცაა. სატრანსპორტო საშუალებების უმრავლესობას არ აქვს გასაღები, ამიტომ მათი მდგომარეობის შეფასება რთულია. სხვა უჩვეულო ნივთებს შორისაა სახანძრო და თოვლსაწმენდი ტექნიკა და ნიანგის თავიც კი.

აეროპორტის პარკინგზე იპოვეს ბევრი ავტომობილი, რომელიც წლების განმავლობაში უძრავად იდგა. ასეთ მოდელებს შორისაა – Nissan Maxima და Titan 1999 და 2009 წლების, GMC Acadia და Terrain 2009 და 2013 წლების, ასევე Chevrolet Impala და 16-წლის Trailblazer. გარდა ამისა, სადგომზე ინახება Pontiac G6 2007, Toyota Sienna 2005 წლის და BMW 530i. დავიწყებულ ავტომობილებს შორის ყველაზე ახალი, 2015 წლის MINI Cooper.

ავტომობილთა უმრავლესობას გასაღები არ აქვს, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ მათი მფლობელები უკან დაბრუნებას გეგმავდნენ. ამის გამო ეგზემპლართა მდგომარეობის თუ გარბენის გაგება რთულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g