მსახიობი ანჯელინა ჯოლი პაპარაცებმა ამჯერად მალიბუში გადაიღეს, სადაც მსახიობი 6 შვილთან ერთად ადგილობრივ რესტორანში სადილზე მიემართებოდა. ფოტოები მაშინაა გადაღებული, როდესაც ენჯი შვილებთან ერთად მანქანიდან გადმოდიოდა.
ცნობილია, რომ პანდემიის გამო, ანჯელინას შვილები სკოლაში არ დადიან და ონლაინ გაკვეთილებს ესწრებიან.
ვარსკვლავი, რომელიც ტრადიციისამებრ შავი ფერის სამოსს ანიჭებს უპირატესობას, გუშინ კრემისფერ ბერძნულ კაბაში იყო გამოწყობილი. მსახიობი შვილებთან ერთად მანქანიდან დამცავი ნიღბით გადმოვიდა.