ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრი „მზის სივრცე“ აქვეყნებს ფოტოებს, სადაც თბილისის მერის, კახი კალაძის მეუღლის, ანუკი არეშიძის მათთან სტუმრობაა ასახული.
რეაბილიტაციის ცენტრი ანუკი არეშიძეს საჩუქრებისთვის მადლობას უხდის:
„დღეს ჩვენს ცენტრს ესტუმრა ანუკი არეშიძე ? ბავშვები საახალწლოდ ბევრი ტკბილეულით და განმავითარებელი რესურსებით დაასაჩუქრა ❤️❤️❤️ უღრმესი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის და ჩვენი ბავშვების გახარებისთვის…“