ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილმა ზუგდიდში, დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისში მიიღო მონაწილეობა.
ფოტოებს ქეთი სოციალურ ქსელში აზიარებს და ემოციურ სტატუსს წერს.
“ეს საშობაო მეჯლისი იქნება დადიანების სასახლის თანამედროვე ისტორია.
ძალიან ველოდები შობის ღამეს, რომ ეს ყველაფერი უკვე ტელევიზორში ვნახო.
არ მეგონა ასეთ ემოციას თუ მივიღებდი! ცრემლებამდე შთამბეჭდავი იყო!
მადლობა ადამიანებს ვინც ეკრანებს მიღმა იყავით, მონაწილეებს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს,”-წერს ქეთი და ფოტოებს აზიარებს.
“როგორ უხდებით დადიანების სასახლეს”
“პრინცესა ხარ, ნამდვილი”
“როგორი ლამაზი ხარ და დახვეწილი,”-უწერენ ქეთის კომენტარებში.