აუქციონზე ძალიან უნიკალურ, აშშ-ს ექს-პრეზიდენტის მფლობელობაში მყოფ, ლიმუზინს გაყიდიან. საუბარია, მოდელ Imperial Crown Ghia-ზე, რომელიც 60-იან წლებშია გამოშვებული და თანაც შეზღუდული სერიით, მხოლოდ 10 ეგზემპლარი. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ლიმუზინს გაყიდიან Mecum-ის აუქციონზე. ავტომობილის შესახებ დანამდვილებითაა ცნობილი, რომ მისი მეპატრონე აშშ-ს პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი იყო და გარდა ამისა, მას მოიხმარდა ამერიკის პირველი ლედი ჟაკლინ კენედიც.
მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ძალიან უნიკალური ავტომობილი ექსპლუატაციის წლების განმავლობაში იდეალურ მდგომარეობაში შენარჩუნდა, მასში საკმაოდ მოკრძალებულ თანხას – 150 ათას დოლარს ითხოვენ.





