LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ატელიე Mansory-მ კიდევ უფრო ძლიერი Ferrari 12 Cilindri წარმოადგინა

193
orig

ტიუნინგ ატელიე Mansory-მ წარმოადგინა საკუთარი ხაზის კიდევ ერთი გადამუშავებული Ferrari. მოდელს ეწოდა Equestre და ის დაფუძნებულია გრანდ-ტურერზე Ferrari 12Cilindri. ტიუნერები არა მხოლოდ უფრო ექსტრემალურს ხდიან კუპეს ვიზუალურ იერს, არამედ ზრდიან მისი ატმოსფერული V12 ძრავის სიმძლავრესაც.

Ferrari 12Cilindri უხვად არის მორთული კარბონის სხვადასხვა დეტალით. ისინი გამოჩნდა, მაგალითად, სტანდარტული ბამპერის ჰაერის შემწოვების გარშემო, გვერდებზე, კაპოტზე და გვერდით სარკეებზე. კუპე შეღებილია შავისა და ფირუზისფერი მწვანეს უჩვეულო კომბინაციით, საინტერესო გადასვლით. იმავე ფერებშია გაფორმებული ინტერიერიც.

Ferrari 12Cilindri სტანდარტულად აღჭურვილია 6,5 ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავით, რომელიც ავითარებს 830 ცხენის ძალას და 678 ნიუტონ-მეტრს. Mansory-ში ძრავის სიმძლავრე გაზარდეს 855 ცხენის ძალამდე და 730 ნიუტონ-მეტრამდე. ტიუნერები არ აზუსტებენ, როგორ მოახერხეს ამის მიღწევა. ასევე უცნობია, როგორ აისახა ეს გაუმჯობესება გრანდ ტურერის დინამიკაზე, რომელიც ქარხნულ ვერსიაში 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2,9 წამში ჩქარდება.

თავად Ferrari-მ რამდენიმე დღის წინ ასევე წარმოადგინა 12Cilindri-ის კასტომიზებული ვერსია, შექმნილი სამხრეთ კორეელი კლიენტის სპეციალური შეკვეთით. კუპე გადაკეთდა ეროვნული კულტურული მოტივებისა და ტრადიციული ტექნიკების გამოყენებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები