დუეტი „ჯორჯია“ ახალ კომპოზიციას გვთავაზობს.
„იუთუბზე“ ახლახან აიტვირთა სიმღერა სახელწოდებით „იყო და არ იყო“, რომლის არანჟირებაც ბორიკო შხიანს ეკუთვნის, მასტერინგი: ალეკო ბერძენიშვილს, ხოლო ტექსტი: ირინა სანიკიძეს. ეს არის აფხაზური კომპოზიცია, რომელიც „ბრავო რეკორდსის“ ფარგლებში უკვე ჩაწერილი ჰქონდათ მაკა ზამბახიძესა და რატი დურგლიშვილს, მაგრამ ახლა, მსმენელის თხოვნით, მისი ქართულ ენაზე აჟღერება გადაწყვიტეს.
სიმღერამ უკვე გამოიწვია დადებითი გამოხმაურება მსმენელს შორის:
„სასწაულია, უზომოდ მიყვარხარ…“
„ერთად უნდა ვიყოთ, აბა, რა!… სანამ ხართ და გვიხარებთ გულებს, მე რა მომკლავს…“
ახალ სიმღერაზე მაკა ზამბახიძე გვესაუბრა:
„ბრავო რეკორდსის“ პროექტის ფარგლებში, როდესაც ეს სიმღერა აფხაზურ ენაზე ჩავწერეთ და მსმენელმა მოისმინა, ხშირად გვთხოვდნენ მის ქართულად ჩაწერასაც. ძალიან მოსწონდათ მსმენელსაც და ჩვენს ახლობლებსაც. თავიდან მისი ქართულად ჩაწერის იდეა ზურა გოგსაძემ მოგვაწოდა, ძალიან მოგვწონს ეს სიმღერა და ვითხოვთ ქართულ ენაზეცო. ლელა წურწუმიამაც იგივე გვითხრა. ზაზა შენგელიასგან მივიღეთ ნებართვა, რომ ქართულ ენაზე ჩაგვეწერა და იდეა მალევე განვახორციელეთ.
ვიდეორგოლიც იქნება?
არა, კლიპის გადაღებას არ ვაპირებთ, ამიტომაც გადავიღეთ ახალი ფოტოსესია და „იუთუბზე“ განვათავსეთ აუდიოვერსია. ვიდეორგოლის გადაღებას ვგეგმავთ რატის ახალ სიმღერაზე, შემდეგ წელიწადს… ეს წელიწადი კი ამ სიმღერით დავაგვირგვინეთ…“
ფოტო: ნათია სიჭინავა
