2020 წელს ჩინეთმა მთელი მსოფლიო ერთ წამში შეცვალა: კორონავირუსის პანდემიამ რომელიც ჩინეთის პროვინციაში, უხანში დაიწყო, რამდენიმე თვეში მთელი მსოფლიო დაიპყრო. ვირუსმა ყველა მნიშვნელოვან სფეროს დაარტყა და გამონაკლისი არც ავტოსამყარო ყოფილა.
მიუხედავად ამისა, ჩინეთი დაავადებას ერთ–ერთი პირველი გაუმკლავდა, კრიზისიდან გამოსვლაც შეძლო და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ათობით ახალი მოდელის იმპორტიც მოასწრო.
მსოფლიო ბაზარზე რამდენიმე კროსოვერი, პრემიალური მოდელები, პიკაპი, ლიფტბეკი და ელექტრომობილიც გამოჩნდა. მოკლედ მთავარ სიახლეებს თვალი გადავავლოთ.