თაობის ცვლილება ეს ბუნებრივი პროცესია და არამხოლოდ ბუნებაში, არამედ ავტო სამყაროშიც. ადრე თუ გვიან ყველა მოდელი თავის ადგილს შთამომავალს უთმობს, ან პენსიაზე ისე გადის რომ კვალსაც არ ტოვებს. მწარმოებლები ნაკლებად პოპულარულ ავტომობილებს თავიდან იშორებენ, ისეთებს რომლებიც დიდი მოგების მომტანი ვერ არიან და პირიქით კომპანიას აზარალებენ კიდეც.
გარდა ამისა, ამ პროცესზე დიდ გავლენას ახდენს ელექტრო ენერგიაზე გადასვლის მასობრივი პროცესი: შიდა წვის ძრავის მქონე მანქანებს ელექტროქარები ანაცვლებენ. თუმცა, დროთა განმავლობაში თავად ელექტროქარებიც ადგილს ბევრად უფრო დახვეწილ „ელემენტიან“ მოდელებს უთმობენ.