LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „აზოვის“ მებრძოლის ამაღელვებელი ისტორია – „სიყვარული ყველაფერს იგებს! პირველივე პაემანზე გამაფრთხილა, რომ..“

129
BeFunky-collage (27) (1)

„ის უბრალოდ გაჩერდა, ტელეფონის ნომერი მთხოვა და ასე დაიწყო ჩვენი, საერთო ისტორია“, – ვალერიასა და „აზოვის“ მებრძოლ ალექსანდრეს სიყვარულის ამაღელვებელი ისტორიაზე ჟურნალი Vogue წერს.

„პირველივე პაემანზე გამაფრთხილა, რომ სრულმასშტაბიანი ომი იწყებოდა. მითხრა, უნდა მოვემზადოთ.

ჩემში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა მისი სიყვარული უკრაინის მიმართ და ეს მებრძოლი სულისკვეთება, ნამდვილად მისაბაძი მაგალითი აღმოჩნდა“, – ამბობს ვალერია.

 

 

ქორწილი გასული წლის ივლისში დაიგეგმა. ალექსანდრემ საყვარელი ქალისგან ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი – „დიახ“ – კარპატების მთებში მოგზაურობისას მიიღო.

ბეჭედიც გაუწოდა. ახალი ცხოვრების დაწყებისა და დაუვიწყარი მოგონების თარიღად 28 მაისი შეარჩიეს, თუმცა ომმა გეგმებში კორექტივები შეიტანა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე, 24 თებერვლამდე ორი კვირით ადრე, ის დედასთან, ბებია და ბაბუასთან ერთად საზღვარგარეთ უნდა გამგზავრებულიყო, ალექსანდრე კი ძმებთან ერთად ფრონტზე წასულიყო.

 

 

„რა თქმა უნდა, რაღაც იმედს მაინც ვიტოვებდით, როგორც ყველა, რომ ეს მართლა არ მოხდებოდა, მაგრამ ის, რომ ომმა გაგვაკვირვა, ასე არ არის. ამას ველოდით, თუმცა ეს თვეები ძალიან რთული იყო“, – აღნიშნავს ვალერია და დასძენს, რომ პუტინის აგრესიული ომის მიუხედავად, აპრილში კიევში დაბრუნება და ქორწილისთვის მზადება გადაწყვიტეს.

 

 

“აღმოჩნდა, რომ ამ დღეს პატარძალს მხოლოდ კაბა და რეესტრის ოფისში მისვლა სჭირდება. სხვა ყველაფერი დამატებითი “წვრილმანია”. სამწუხაროდ, ქორწილში, ბებია არ იმყოფებოდა. ის ახლა ზაპოროჟიის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვების შემდეგ აუცილებლად ვნახავთ ერთმანეთს და ერთად ვიზეიმებთ.

ვალერია წუხს, რომ ქმრის მდგომარეობის შესახებ მუდმივი, განახლებადი ინფორმაცია არ აქვს და მოლოდინის რეჟიმშია.

“ვიცი, რომ ჩემი ქმარი ჩემს სამშობლოს იცავს, მიცავს მე. ახლა მხოლოდ ლოდინი შემიძლია. მე აქ ვარ, ჩვენი ოცნებებიც მარტივია. ყირიმის მთებში ასვლაზე ვოცნებობთ.

მჯერა, რომ ეს ოცნება მალე ასრულდება. სიყვარული ყველაფერს იგებს!“, – ამბობს გამოცემასთან ვალერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g