,,ზაფხულის დასრულებასთან ერთად, მინდოდა გამეზიარებინა რამდენიმე სიმღერა, რომელთაც ბოლო დროს ვუსმენდი. იმედი მაქვს, რაღაც ახალს იპოვით მოსასმენად!”, – ასეთი აღწერა გაუკეთა ბარაკ ობამამ პოსტს, რომელშიც 2024 წლის საზაფხულო ფლეილისტი წარადგინა.
ცნობილი ფაქტია, რომ 2015 წლიდან, ყოველ ზაფხულს, ამერიკის 44-ე პრეზიდენტი ჩამონათვალს აკეთებს, რომელშიც თავს საყვარელ სიმღერებს უყრის. სიმღერების სეზონური სია, კლასიკური და თანამედროვე ჩანაწერების ნაზავია, რომელიც სხვადასხვა ჟანრს მოიცავს.
კრებულში ისეთი არტისტების ჰიტებს ვხვდებით, როგორებიც: ბიონსე, ბილი აილიში, ნორა ჯონსი, ბობ დილანი და სხვები არიან.