LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბათუმელმა სტუდენტმა ასანთის ღერებისგან მასკის Space X-ის კოსმოსური ხომალდის კონსტრუქცია შექმნა

2554
BeFunky-collage (1)

„დღეს დავასრულე ყველაზე მასშტაბურ და რთულ კონსტრუქციაზე მუშაობა!“, – წერს ბათუმელი სტუდენტი ალექსანდრე აბუსელიძე და აღნიშნავს, რომ ილონ მასკის Space X-ის კოსმოსური ხომალდის კონსტრუქცია ასანთის ღერებისგან ააწყო.

ამავე პოსტში, ალექსანდრე აბუსელიძე წერს, რომ თითქმის 3-მეტრიანი კონსტრუქციის ასაწყობად მას 1 წელი და ასანთის 300 000 ღერი (6250 კოლოფი) დასჭირდა.

„დამჭირდა 1 წელი და 300 000 ათასი( 6250 კოლოფი) ასანთის ღერი.➡️SpaceX Starship -ილონ მასკის კოსმოსური ხომალდი,რომლის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს! კონსტრუქცია შეიცავს- რაკეტის დამჭერებს,ამწყობ მექანიზმებს, ლიფტს და ბევრ სხვა დეტალს.კადრში მიჭირს დატევა

✅️დღეს დავასრულე ყველაზე მასშტაბურ და რთულ კონსტრუქციაზე მუშაობა! დამჭირდა 1 წელი და 300 000 ათასი( 6250 კოლოფი) ასანთის…

Posted by Aleqsandre Abuselidze on ორშაბათი, 08 იანვარი, 2024

თავისი მასშტაბით აღნიშნული კონსტრუქცია რეკორდულია და მსოფლიოში არის მე-2. გთხოვთ, შემიფასოთ“, – წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრე აბუსელიძე და ასანთის ღერებისგან აგებული კონსტრუქციის ფოტოებს აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g