LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Bentley–მ 90 წლის სპორტქარის ზუსტი ასლი შექმნა

75
bently201215

Bentley–ს სპეციალურმა დანაყოფმა Mulliner–მა ლეგენდარული Blower Contituation–ის იდეალური ასლი ააწყო. მოდელი სხვადასხვა ცდებისთვის, მაგალითად მაქსიმალური სიჩქარის დასატესტადაა განკუთვნილი. კონცეპ–ქარს 12 ეგზემპლარისგან შემდგარი სერიის გამოშვება მოყვება და რაც ყველაზე საინტერესოა, თორმეტივე მანქანა უკვე გაყიდულია.

Bentley Blower მართლაც საოცარი ავტომობილი იყო, თუმცა მას ხმაურიანი სპორტული გამარჯვებები არ ქონია. მოდელმა სიჩქარის რამდენიმე რეკორდის დამყარება კი ნამდვილად მოასწრო. მაგალითად, 1932 წელს ბრუკლენდსის ინგლისურ ტრასაზე სპორტქარი საათში 222 კილომეტრმდე აჩქარდა.

მთლიანობაში Bentley–მ 55 ასეთი სპორტქარი ააწყო, ახლა კი მათ ზუსტად 12 იდენტური ასლი დაემატება. ახალი სერია ორიგინალი ნახაზებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნება.

ჯერ კიდევ მსოფლიო ომამდე არსებული ავტომობილის რეპლიკის შექმნაში ასეულობით სპეციალისტი ჩაერთო. სამუშაო ძალიან შრომატევადი და არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, თუმცა საბოლოო შედეგი ამად ღირდა.

ახალ Blower–ს სხვადასხვა ცდებისთვის გამოიყენებენ. სპორტქარს 8 ათასი კილომეტრის გავლა მოუწევს, რაც ჩვეულებრივი ექსპლუატაციის შემთხვევაში 35 ათასი კილომეტრის ტოლფასია. ტესტირების პროგრამა მაქსიმალურ სიჩქარეს, გამძლეობას და რბოლების სიმულაციასაც მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g