LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო Bentley–ს პატრონი რომ გახდეთ 550 დოლარიც საკმარისია

154
benyley32045

კომპანია Bentley–მ თავისი ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელის წარმოება დაიწყო. იმისათვის, რომ ბრიტანული ფირმის პროდუქცია შეიძინოთ 550 დოლარია საჭირო – თუმცა ეს პროდუქცია სამსაბურავიანი საბავშვო ეტლი, სახელად Trike იქნება.

ამჟამად Bentley–ს ნამდვილი ავტომობილის შესაძენად მინიმუმ 183 425 დოლარია საჭირო. ამ ფასად მოდელი Bentayga–ს საბაზისო მოდიფიკაციას მიიღებთ. ბრიტანულმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ყველას ვისაც კლუბის წევრობა სურს, ოცნების ახდენა 330–ჯერ უფრო იაფად შეძლოს და Bentley Trike–ის მფლობელი გახდეს.

ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი ერთ წელს მიღწეული ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. პატარა მგზავრის ზრდასთან ერთად ტრანსპორტის ზომებიც 6 პოზიციაში რეგულირდება. ველოსიპედის ზოგიერთი ელემენტი იხსნება, რათა პატარას უფრო მეტი სივრცე ჰქონდეს.

ველოსიპედი–ეტლი 12 უსაფრთხოების სისტემითაა აღჭურვილი, მათ შორის სამუხრუჭე სისტემით, მოძრავი სახურავით და უსაფრთხოების ღვედით.

Trike–ის ღირებულება 550 დოლარია და ის რამდენიმე საფირმო ფერშია ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g