LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბერა და ნანუკას მეორე შვილი, დადუ ივანიშვილი დაიბადა

1262
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

ბერა ივანიშვილსა და ნანუკა გუდავაძეს მეორე შვილი შეეძინათ. ამის შესახებ ინფორმაცია წყვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მეორე შვილს მშობლებმა დადუ დაარქვეს. როგორც ბერა ივანიშვილი „ინსტაგრამ” პოსტში წერს დადუ ივანიშვილი 20 მარტს დაიბადა.

პატარასთან ერთად პირველი ფოტოები უკვე გადაიღო პატარა ბერუკამ.

“უზომოდ მიყვარხართ და მინდა სულ ძალიან ბედნიერები იყოთ!”, “ბერა, ნანუკა, მთელი გულით გილოცავთ, უბედნიერესი მშობლები ყოფილიყავით”, “ჯანმრთელი და ბედნიერი გაზრდილიყოს პატარა დადუ”, – უწერენ კომენტარებში გამომწერები.

ცნობილია, რომ ოჯახი საქართველოში არ იმყოფება. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში კორეაში იყვნენ, მოგვიანებით კი ბრაზილიაში გააგრძელეს ცხოვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g