„საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის სრულ მზადყოფნაშია“ – ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, გუნდი აქტიურად ვარჯიშობს პარიზის ოლიმპიურ სავარჯიშო არენაზე.
გუნდიდან 6 აგვისტოს ასპარეზობაში პირველი ჩაერთვება რობერტ კობლიაშვილი (97კგ.)
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სამ წონით კატეგორიაში არის წარმოდგენილი.
1. რამაზ ზოიძე (67კგ.)
2. ლაშა გობაძე (87კგ.)
3. რობერტ კობლიაშვილი (97 კგ.)
🔸️საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები გუნდი პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის სრულ…
Posted by საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee on ორშაბათი, 05 აგვისტო, 2024