გერმანულმა კომპანიამ BMW წარადგინა საბავშვო სპორტქარი Baby Racer. ნებისმიერ დიდ ავტომწარმოებელს აქვს საფირმო ნაწარმის ხაზი, რომელშიც ავტომობილის დასატუნინგებელი დეტალები, საავტომობილო აქსესუარები, საფირმო ტანსაცმელი და ასევე სათამაშოები შედის. სათამაშოები – რათა ბრენდის სიყვარული ყველაზე ახალგაზრდა აუდიტორიასაც ჩაუნერგონ.
BMW-ს ახალგაზრდა ფანებისთვის, რომლებიც ტრანსპორტის ათვისებას ახლა იწყებენ, გერმანულმა ბრენდმა თავისი სპორტქარი – BMW Baby Racer მოამზადა. მოდელის ღირებულება ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება.
სათამაშომ, რომელიც უკვე 30 წელია BMW-ს კატალოგში Lifestyle collection-ში შედის, 2023 წელს განახლება განიცადა, რათა ბრენდის თანამედროვე ავტომობილების შესაფერისი გამხდარიყო.
მწარმოებელი პირობას დებს, რომ ახალ სათამაშოში BMW 4 Series, BMW iX-ის და BMW M3-ის კვალის დანახვაც კია შესაძლებელი. მოდელი რბილი სავარძლებითაა დაკომპლექტებული, მოსახერხებელი საჭე და გადამუშავებული ნარჩენებისგან დამზადებული საბურავები აქვს.