LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: BMW-მ ელექტროქარი i3-ის გამოსამშვიდობებელი ვერსია გამოუშვა, მის ყიდვას ვერავინ შეძლებს

52
bmw

BMW-მ თავისი პირველი სერიული ელექტროქარი i3-ის განსაკუთრებული ვერსია გამოუშვა. ეს უკვე მეორე გამოსამშვიდობებელი მოდელია მას შემდეგ, რაც ბრენდმა ავტომობილის სერიული წარმოების დასასრული დააანონსა. აღსანიშნავია, რომ ელ-ქარი 8 წლის განმავლობაში გამოდიოდა და მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში იყიდებოდა. სპეც-ვერსიის ტირაჟი, რომელიც ძარის და საბურავების განსაკუთრებული შეფერილობით გამოირჩევა 18 ეგზემპლარი იქნება და მათ ყიდვას ვერავინ შეძლებს.

18-ივე ჰეტჩბეკი ოქროსფერ ფერში შეიღებება და ეს ფერი შავ კაპოტთან შეხამებისას საკმაოდ კონტრასტული იქნება. თუკი არ ჩავთვლით ვიზუალურ მახასიათებლებს, სხვა დანარჩენით ავტომობილი სტანდარტული ვერსიისგან არაფრით განსხვავდება.

ოქროსფერი i3-ები მიუნხენში მდებარე ერთ-ერთ მანქანების გაქირავების ფირმას გადაეცემა და მათი დაქირავება დღეში 40 ევრო ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები