BMW-მ წარადგინა ელექტრო კროსოვერი iX3 – 805 კილომეტრის სვლის მარაგით. ბავარიული ბრენდი თავისი ისტორიის ახალ ერას ხსნის და Neue Klasse ოჯახის პირველი წარმომადგენელი უკვე მზადაა. ეს არის ახალი თაობის კროსოვერი iX3, რომელმაც BMW-ს ახალი სტილისტიკა მოირგო, მიიღო ორ ძრავიანი ძალოვანი დანადგარი, უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და წინ წაწეული ელემენტი, რომელიც დამუხტვის გარეშე 805 კილომეტრამდე სვლის მარაგს უზრუნველყოფს. სავარაუდო ფასი – 60 ათას დოლარამდეა, რაც სიახლეს კონკურენტების ფონზე მომგებიანად წარმოაჩენს.
ბორბლის დისკები სტანდარტულად 20-დიუმიანია, როგორც ოფცია ხელმისაწვდომია 21 და 22-დიუმიანი მოდელებიც. ასევე შესაძლებელია რადიატორის ბადის განათების და შავი დეკორის დამატება. საბარგულში 520-დან 1750 ლიტრამდე ტვირთი ეტევა; კიდევ 58 ლიტრი კაპოტქვეშა განყოფილებაში თავსდება.






