LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: BMW–ს ახალი კროსოვერის ოფიციალურ ფოტოზე Mercedes-Benz იპოვეს

109
bmwlogo240

სერიული ელექტროქარის BMW iX–ის ოფიციალურ კადრზე შვედმა ჟურნალისტებმა მისი მთავარი კონკურენტის Mercedes-Benz–ის გამოსახულება დაინახეს.

ვერცხლისფერი ავტომობილი წინა ბამპერის მარჯვენა მხარეს აირეკლა. ფოტოები ჰიდროელექტროსადგურის სიახლოვესაა გადაღებული, ამ სადგურმა ბავარიული მოდელების i4–ისა და iX–ის წარმოებისთვის საჭირო ეკოლოგიურად სუფთა ენერგია უნდა გამოიმუშაოს. ფოტოებზე „მერსედესის“ გარდა სხვა ავტომობილი არ ჩანს. არც თუ ისე სუფთა კადრიდან მოდელის ზუსტად დასახელება რთულია, სავარაუდოდ ეს C-Class–ია, W205–ის თაობა.

BMW–ში კონკურენტის გამოსახულება ალბათ გამოეპარათ ან მისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევიათ.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული კროსოვერი iX–ის გაყიდვები ევროპაში წლის ბოლოს დაიწყება და მისი ფასი 77 300 ევროდან იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g