კალიფორნიულმა ფირმა AddArmor–მა, რომელიც დაცული ავტომობილების შექმნითაა დაკავებული, ჯავშნიანი მოდიფიკაცია Mercedes-Benz Sprinter წარადგინა. ავტომობილს მგზავრების დაცვაც შეუძლია და საპასუხო დარტყმის მიყენებაც.
მოდიფიკაცია ეს არის ჯავშნიანი ფურგონი, რომელიც ბიზნესმენების, პოლიტიკოსების თუ შოუ– ბიზნესის წარმომადგენელთათვის გადაადგილების უცვლელი საშუალება გახდება. სიახლე მოხიბლავს ყველას, ვისთვისაც უსაფთხოების შეგრძნება მნიშვნელოვანია. როგორც მისი შემქმნელები ირწმუნებიან, ფაქტობრივად ეს არის „ბორბლებიანი სეიფი“, რომელიც შესაძლოა დაცვის დამატებითი სისტემებითაც აღიჭურვოს.
გარდა ტრადიციული ჯავშნისა, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღს უძლებს, ავტომობილს აქტიური დაცვის სისტემაც აქვს. ანუ მას თავდამსხმელისთვის ზიანის მიყენებაც შეუძლია.
დამკვეთის სურვილის მიხედვით, მიკროავტობუსში სამუშაო კაბინეტის, დასასვენებელი ზონის, აბაზანის, სამზარეულოს ან საძინებლის მოწყობაა შესაძლებელი.
და ბოლოს, „ბორბლებიანი სეიფის“ ფასი 28 000 დოლარია, დამატებითი ტუნინგის შემთხვევაში კი თანხის დამატება იქნება საჭირო.