LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბრაზილიელმა დიზაინერმა Porsche 928 გააცოცხლა

120
poeschenewsd45

ბრაზილიელმა დიზაინერმა გილერმე კნოპმა და მისმა მეგობარმა ხუან შენდლემ Porsche 928-ს თანამედროვე ვერსია შექმნეს. მათ მიერ დახატული ავტომობილი გერმანული ბრენდის თანამედროვე მოდელების მახასიათებლებთან ერთად, გასული საუკუნის 70–იანი წლების ავტომობილების სტილსაც აერთიანებს. გავრცელებული ჭორების მიხედვით, 928–ის შთამომავლის დამზადებაზე თავად „პორშეც“ აქტიურად მუშაობდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიას ოფიციალური განცხადება ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.

ორიგინალური Porsche 928 ჟენევის ავტოსალონზე 1977 წელს წარადგინეს. მოდელს საკულტო 911 უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა ბრენდის გულშემატკივრები სპორტქარზე დიდად არ გაგიჟებულან. ამასთან, 928–მ ბევრი დადებითი შეფასებაც დაიმსახურა, რაც ძირითადად კომფორტს და ფუტურისტულ დიზაინს უკავშირდებოდა. თუმცა, უმრავლესობა მასში მაინც მდიდრულ გრანდ–ტურერს ხედავდა და არა ემოციურ ავტომობილს, მაგალითად ისეთს როგორიც 911 იყო. გაყიდვებიც არც ისეთი მაღალი აღმოჩნდა, როგორც მწარმოებელი ელოდა, თუმცა მოდელი კონვეიერზე 18 წელი შემორჩა.

გილერმემ და ხუანმა გადაწყვიტეს წარმოედგინათ, თუ როგორი იქნებოდა  Porsche 928 21–ე საუკუნეში. ავტომობილმა სახასიათო პროპორციები მიიღო.

„პორშე“ 928–ს 1977–1995 წლეში უშვებდა. ეს იყო ოთხადგილიანი ავტომობილი, V8 ძრავით. აგრეგატის მოცულობა რამდენჯერმე შეიცვალა, ძალა კი 250–დან 350 ცხენის ძალამდე მერყეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g