ლოს-ანჯელესში, „გრემის“ რიგით 63-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. შოუ CBS-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ის ჰარი სტაილსმა გახსნა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის „გრემი“ ქალბატონებისთვის ისტორიული აღმოჩნდა, ბიონსემ ოთხი ჯილდო დაიმსახურა და ამით ქალ არტისტებს შორის რეკორდული რაოდენობის, 28 „გრემის“ ჯილდოს მოგროვება შეძლო. ტეილორ სვიფტი კი პირველი ქალი არტისტი გახდა, რომელმაც „წლის ალბომის“ ნომინაციაში სამი ჯილდო აიღო.
ვიდეო: „გრემის“ დაჯილდოება გაიმართა – 2021 წლის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია
2021 წლის „გრემის“ უპირობო ლიდერი, ბიონსე ცერემონიალის „ავთერ ფართიზე“ მეუღლესთან, რეპერ ჯეი-ზისთან ერთად გამოჩნდა. საზოგადოების ყურადღება მისმა გამორჩეულმა ჩაცმულობამ მიიქცია. 39 წლის ვარსკვლავს ვერცხლისფერი, გამჭვირვალე „ჯაჭვის პერანგი“ ეცვა, სახეზე კი ჩადრი ჰქონდა ჩამოფარებული.
აღსანიშნავია, რომ არტისტი ჩადრსა და კორონავირუსისგან დამცავ პირბადეს ერთმანეთს ვერ უთანხმებდა. მას ხან ხელი ჰქონდა სახეზე აფარებული, ხანაც სამედიცინო ნიღაბს იდებდა.
„ჩადრი ან პირბადე“, „გაათავისუფლე ყურები და გაიკეთებ“, „ბიონსე პირბადეს ვერ იკეთებს“, – წერენ კომენტარებში.





