მსახიობი სოფო გორელაშვილი აია ნაპაზე ისვენებს და თავის ახალ იმიჯს გვაჩვენებს. მსახიობმა ამჯერად დრედები მოირგო და როგორც გამომწერები აფასებენ, ძალიან მოიხდინა. „ჩემი პარასკევა“; „ამ გოგოს ბუნებრიობაზე ვგიჟდები“, წერენ კომენტარებში.
სოფო ასევე გვიზიარებს ფოტოებს თავისი მზიანი არდადეგებიდან აია ნაპაზე.