რამდენიმე დღის წინ თურქეთში, მუსიკოს მანანა მენაბდეს ოპერაცია ჩაუტარდა.
მუსიკოსის დისშვილი, განო მელითაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.
როგორ გრძნობს თავს ურთულესი ოპერაციის შემდეგ მანანა მენაბდე – რას ამბობს განო მელითაური
„ჩემი სიყვარულის გოგონა, ჩემი მეორე დედა, ჩემი საოცარი მანანჩიკო!
ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი გ ა მ ო გ ვ ი ვ ა მე და შენ.
აქ 12 წლის ვარ, მანანასთან ვცხოვრობ ბერლინში, ბიძაჩემის ამბავი მაქვს ახალგაგებული ,რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და წამით არ მომშორებია გვერდიდან! მეორე დღეს ნანა ხატისკაცი დაიღუპა, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო და ერთმანეთს ვანუგეშებდით.
ჩემი თანადგომის და ერთგულების სიმბოლო! ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი გ ა მ ო გ ვ ი ვ ა, არ არსებობს სხვანაირად!“, – წერს განო მელითაური.
ცნობისთვის, მუსიკოს მანანა მენაბდეს აღმოაჩნდა პანკრეასის ადენოკარცინომა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მუსიკოსის დისშვილმა, განო მელითაურმა გაავრცელა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მანანა მენაბდის მკურნალობის ხარჯებს საქართველოს მთავრობა, კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და პრემიერ-მინისტრი ერთობლივად დააფინანსებენ.
„მანანას ოპერაცია დაიწყო, გასტანს 8 საათი, უფალი ჩვენკენ“ – განო მელითაური