ქრისტინე იმედაძის ულამაზესი გოგონა ტაისია ჯაკობია იუბილარია.
ტელეწამყვანი შვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტით ულოცავს.
„მადლობა რომ მე ამარჩიე მთელი სამყაროს დედებს შორის.
მინდა რომ ეს სილაღე, სიციმციმე და ბედნიერების ფრქვევის უნარი შეინარჩუნო სულ! ჩემზე მამაცი ხარ და რთულ გზებსაც ჩემზე ლამაზად გადიხარ… ვიდრე მე შენს ასაკში… ასეთი მინდოდა, რომ ყოფილიყავი!
წინ ახალი და საინტერესო გამოწვევები გვაქვს … მათაც ერთად, ლამაზად გავივლით!
ზოგჯერ ძალიან კი ხმაურობ. მაგრამ იყოს ეგეც დავტოვოთ…არ გადაეჩვიო!
იბრჭყვიალე და იფრინე სულ მაღლა!“, – წერს ქრისტინე იმედაძე.