ჩენდუს ავტო სალონი მეორე ეშელონის რეგიონულ გამოფენად ითვლება: მასშტაბებით მას ჯერ კიდევ ბევრი აკლია ისეთ გლობალურ ღონისძიებამდე როგორიცაა მაგალითად პეკინის ან შანხაის ავტო-შოუები. ჩენდუში საგამოფენო დარბაზებიც უფრო პატარაა და სიახლეების სიაც ბევრად მოკრძალებულია, თავად დებიუტებიც ისე რა..
უფრო პრაქტიკულ კონცეპტ-ქარებს აქ ნაკლებად იხილავთ, კომპანიებიც ძირითადად წარმოებისთვის გამზადებულ მანქანებს წარმოადგენენ. ასეა თუ ისე, ჩინური ავტო სამყარო აღზევების ფაზაშია და ასეთი მცირე მასშტაბის ავტო სალონზეც კი შესაძლებელია ათობით სიახლის ნახვა.