კომპანია Chrysler-მა ფუტურისტული ელექტრონული კუპე Halcyon წარადგინა. ეს მოდელი პროექტი airflow-ს ჩამნაცვლებელი უნდა გახდეს და დიდი შანსი აქვს სერიაშიც ჩაეშვას. ამერიკელი ინჟინრების თქმით, გარდა უჩვეულო ვიზუალისა, მანქანა ძალიან საინტერესო ფუნქციონალითაცაა გამორჩეული. მაგალითად, ელექტრომობილს შეუძლია რომ მძღოლს მოახლოებისას მიესალმოს, ასევე ჩართოს მუსიკა, თუკი მისი მგზავრი ცუდ ხასიათზეა.
Halcyon-ის მთავარი სიახლე გახდა კარი, რომელიც მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით იხსნება, 90 გრადუსიანი კუთხით. ამასთან, სახურავის პანელი „თოლიას ფრთებივით“ იხსნება და T-ს მსგავს ფორმას იღებს, რაც ძალიან ჰგავს 80-იანი წლების კონცეპტუალურ სპორტქარებს.
ამერიკელმა ინჟინრებმა პროექტის ტექნიკური მახასიათებლებზე არ ისაუბრეს და მხოლოდ ის დააზუსტეს, რომ ელექტროქარი პლატფორმა STLA Large-ზეა აგებული.