LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: “ჩვენი მებრძოლები იოლად ანეიტრალებენ ჯაშუშების ქმედებებს” – უკრაინაში მყოფმა “ქართულმა ლეგიონმა” რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე დივერსანტები დააკავა

470
BeFunky-collage (1)

უკრაინაში მყოფმა “ქართული ლეგიონმა” რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე დივერსანტები დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას ლეგიონი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის დივერსანტები დიდი ხანია ცდილობენ მათი ადგილმდებარეობის დადგენას, თუმცა, უშედეგოდ, რადგან ჯაშუშების ნეიტრალიზებას ისინი ადვილად ახერხებენ.

“უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი დიდი ხანია ჩვენი საერთო მტრის სამიზნე იყო. მტერი აგზავნის დივერსიულ ჯგუფებს ქართველი ბიჭების ადგილმდებარეობის დასადგენად. მაღალი პროფესიონალიზმისა და დიდი გამოცდილების წყალობით, ჩვენი მებრძოლები იოლად ანეიტრალებენ ჯაშუშების ქმედებებს,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები