მუსიკოსი ლადო ბურდული დაქორწინდა. მან ახლახან გამოაქვეყნა ფოტო მანქანიდან, სადაც ის თავის რჩეულთან ერთად არის გადაღებული.
„ჩვენი ქორწილის დღეც დაიწყო, ფოტოები ნელ-ნელა დაემატება“, გვამცნობს მუსიკოსი.
ის და მისი მეორე ნახევარი ქართულ ეროვნულ სამოსში არიან გამოწყობილები.
ლადო ბურდულის მეუღლე, როგორც fortuna.ge-მ შეიტყო, ამერიკელია. მან და ლადომ გარკვეული პერიოდის წინ გაიცნეს ერთმანეთი და დაქორწინება გადაწყვიტეს.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ულოცავს გაბედნიერებას ლადო ბურდულს და წყვილს ხანგრძლივ სიყვარულს უსურვებს!..
ჩვენი ქორწილის დღეც დაიწყო ფოტოები ნელ ნელა დაემატება
Posted by იმპერატორი / Emperor on Friday, September 12, 2025