დავით ბაგრატიონი და მისი მეუღლე, პრინცესა ირინა ბეგაშვილი საიმპერატორო ქორწილის გალავახშამს დაესწრნენ. მოგეხსენებათ, დავით ბაგრატიონი გიორგი რომანოვის მეჯვარე გახლდათ.
რუსეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრის ქორწილის აღსანიშნავად 1-ელ ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გალავახშამი გაიმართა. წვეულებაზე მიწვეული იყო 550- მდე სტუმარი.
საიმპერატორო ქორწილს, რომელსაც ‘„საუკუნის ქორწილი“ უწოდეს, ესწრებოდნენ სამეფო სახლების წევრები შემდეგი ქვეყნებიდან : ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ეგვიპტე, საქართველო, იტალია, ლიხტენშტეინი, მონტენეგრო, პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, კატარი, სერბეთი და სხვა.