LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დავით ბაგრატიონი პრინცესა ირინასთან ერთად საიმპერატორო ქორწილის გალავახშამზე

221
bagrationi

დავით ბაგრატიონი და მისი მეუღლე, პრინცესა ირინა ბეგაშვილი საიმპერატორო ქორწილის  გალავახშამს დაესწრნენ. მოგეხსენებათ, დავით ბაგრატიონი გიორგი რომანოვის მეჯვარე გახლდათ.

რუსეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრის ქორწილის აღსანიშნავად 1-ელ ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გალავახშამი გაიმართა. წვეულებაზე მიწვეული იყო 550- მდე  სტუმარი.

საიმპერატორო ქორწილს, რომელსაც ‘„საუკუნის ქორწილი“ უწოდეს, ესწრებოდნენ სამეფო სახლების წევრები შემდეგი ქვეყნებიდან :  ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ეგვიპტე, საქართველო, იტალია, ლიხტენშტეინი, მონტენეგრო, პორტუგალია,  ესპანეთი, საფრანგეთი, კატარი, სერბეთი და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები