ბათუმში დაკარგული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და შვილს დაბრუნებას სთხოვს.
„დე, მოდი გემუდარები. შენ ხომ იცი რომ ჩემი ძალა ხარ. რამდენი სათქმელი დამიგროვდა იცი?…უკიდეგანოდ მენატრები ჩემო სუნთქვა…“, – წერს ნათია დიაკვნიშვილი.
ინფორმაციის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაურეკონ ალექსანდრე მიქელაძის დედას, ტელეფონის ნომერზე: 555 105 500
ცნობისათვის, ალექსანდრე მიქელაძე 16 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
„პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე“ – ბათუმში დაკარგულ მოზარდს ეძებენ
