ინგლისელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის შვილი, ბრუკლინ ბექჰემი სოციალურ ქსელში ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში გიორგი მამარდაშვილი რიგით მეორე მეკარეა, რომელსაც ყველაზე მეტი, 11 სეივი აქვს ერთ თამაშში.
ამასთან, მამარდაშვილმა პორტუგალიასთან მატჩშიც 8 სეივი მიითვალა.
ცნობისთვის, საქართველომ პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
30 ივლისს ეროვნული ნაკრები შეხვედრას ესპანეთთან გამართავს.